ისნის გამგეობამ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა, კორპუსის მდგრადობას კი მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის

ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო.

როგორც თბილისის მერია განმარტავს, ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.

„ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება