საფრანგეთი სომხეთისთვის იარაღის მიყიდვას ადასტურებს

საფრანგეთი სომხეთისთვის იარაღის მიყიდვას ადასტურებს, - ამის შესახებ მხარეებმა პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდების და ფრანგული „მისტრალის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამომავლო გადაცემის შესახებ.

„ცის დაცვა არის ის, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია“, - განუცხადა ლეკორნუმ პაპიკიანს.

ლეკორნუმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი სომხეთს თავდაცვის ძალების მომზადებაში დაეხმარება და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას არმიის რეფორმებისა და მოდერნიზების საკითხებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება