ურსულა ფონ დერ ლაიენი პალესტინის პრეზიდენტს - „ჰამასმა“ პალესტინელ ხალხს უღალატა - ისრაელმა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე უნდა დაიცვას და პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს

"ჰამასმა" პალესტინელ ხალხს უღალატა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ დღეს პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„ევროკომისია მხარს დაუჭერს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ყველა მცდელობას, რომელიც ორი სახელმწიფოს არსებობას ეფუძნება“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

„მე ნათლად განვაცხადე, რომ ისრაელმა, „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგ, ლეგიტიმური ბრძოლის მეთოდების გამოყენებისას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე უნდა დაიცვას და პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება