ენტონი ბლინკენი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სამშაბათს ნიუ-იორკში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მინისტერიალში, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარების შესახებ იმსჯელებენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ნიუ-იორკში ყოფნისას მდივანი ასევე შეხვდება კოლეგებს და გაერო-ს ოფიციალურ პირებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბლინკენი გასულ თვეში ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა და სიტყვით გამოვიდა მინისტერიალზე, რომელზედაც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება