იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეხუთე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეხუთე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად ჟურნალ „იუსტიციის“ ახალი ნომერი განიხილა და მის მომავალ გამოცემებთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

„ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა მინდია უგრეხელიძემ, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების მიმოხილვისას ხაზი გაუსვა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ როლს კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი ვერსიების თარგმნის საქმეში.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო ხელშეკრულებათა გამიჯვნის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზეც იმსჯელეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, აგრეთვე, სხვა მოწვეული სტუმრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება