ვახტანგ მახარობლიშვილი - პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ფორუმში, სახელწოდებით „გლობალური კარიბჭე“

ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ფორუმის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ როლს და მნიშვნელობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, დაკავშირებადობის კონტექსტში, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ფორუმში, სახელწოდებით „გლობალური კარიბჭე“.

„ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ფორუმში, სახელწოდებით „გლობალური კარიბჭე“, რომლის მთავარ თემატიკას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დაკავშირებადობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ მთავარი მომხსენებელი, ე.წ. key note speaker პანელზე, რომელიც დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო დერეფნებთან. აღნიშნულ პანელზე ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის ტრანსპორტის ევროკომისარი, ისევე, როგორც ევროკომისიის გაფართოების და სამეზობლო საკითხების ევროკომისარი.

ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ფორუმის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ როლს და მნიშვნელობას, რაც საქართველოს გააჩნია ევროპისთვის, ევროკავშირისთვის, დაკავშირებადობის კონტექსტში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის