ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩადის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ხუთშაბათს ვაშინგტონს ეწვევა. BBC-ის ინფორმაციით, ვანგ ი აშშ-ში კვირამდე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს შეხვდება.

გამოცემა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრების დროს ამერიკული მხარე უბიძგებს ჩინეთს, უფრო მეტად კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინოს ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ჩინეთის საგარეო უწყყების ხელმძღვანელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

ვანგ ი ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება. მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ისინი უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება