რუსთავის მერია, მეცნიერ შალვა ამონაშვილთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

რუსთავის მერია, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად, ქალაქის ბაგა-ბაღებში, მოზარდის განვითარებაზე მეტად ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს და ცნობილ მეცნიერთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი - „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება.

უწყების ცნობით, პროექტის პრეზენტაცია, დღეს შალვა ამონაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ, მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს. შეხვედრის ფარგლებში, რუსთავის მერიასა და „შალვა ამონაშვილის აკადემიას“ შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდება.

„რუსთავში, ჩვენ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, წელს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და პრემიერის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. ჩვენ კი ადგილობრივი დონეზე, როგორც უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიმართულებით, ასევე მუშაობას ვიწყეთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. დღევანდელი მემორანდუმი, ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებას და სკოლამდელი განვითარების მიმართულებით, სრულიად ახალი მიდგომების დანერგვას ემსახურება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს, ქართული პედაგოგიკის ნოვატორი - შალვა ამონაშვილი, პირადად უხელმძღვანელებს. პედაგოგიკასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაში ტრენინგკურსებს, რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართული 700 თანამშრომელი გაივლის.

„დღეს გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თუ ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ, კარგი ფურცელი იქნება ქართული განათლების ისტორიაში, იმიტომ, რომ მიზნად ვისახავთ ქართულ საგანმანათლებლო სფეროში, პირველ რიგში ბაგა-ბაღებში, პატარა ბავშვებთან ჰუმანური პედაგოგიკის იდეების შეტანას. წელიწად ნახევრის განმავლობაში იქნება სისტემური მუშაობა და ჩვენი თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა.

პროგრამის განხორციელების პროცესში, ცნობილ ქართველ მეცნიერთან ერთად, რუსთავის მერიისა და ბაგა- ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფიც ჩაერთვება.

მედიათეკაში გამართულ შეხვედრას, რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, „შალვა ამონაშვილის აკადემიის“ დამფუძნებელი ნინო ამონაშვილი, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი, სარეაბილიტაციო ცენტრის - „კესანეს“ ხელმძღვანელი ეკა ნოზაძე და ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო