ირაკლი შოთაძე არ გამორიცხავს, რომ 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საქმეზე შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის საქმეზე შესაძლებელია, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. მისივე განმარტებით, თითოეული ბრალდებულის მიმართ, პროკურატურის მიდგომა „უმკაცრესი იქნება“. „უპირველეს ყოვლისა, მსგავსი დანაშაული რომ მოხდა, ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებამ ნახა, რომ ჩვენი რეაგირება უმკაცრესი იყო. ყველა პიროვნება, მათ შორის, თვით გარდაცვლილის დედა და ბიძა, რომლებიც თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სხვა ქმედებებშიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, მკვლელობის ფაქტზეც მიცემულები არიან პასუხისგებაში. დღესდღეობით, ბრალდებულის სტატუსით პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი მიდგომა თითოეული ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი იქნება. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა და ვუთხრა ყველა მსხვერპლს, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, პროკურატურა მათ გვერდზეა. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოგვმართონ და ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ. ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის