ქალაქ დუშეთის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოები იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დუშეთის წყლის სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „გზას“ დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ მოაწერეს.

„დუშეთში არსებული წყლის სისტემის ნაწილი ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის გამწმენდი ნაგებობა, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბო სადგური, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებსა და რეზერვუარებს.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 37 მილიონამდე ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება