„თიბისის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება

31 ოქტომბერს „რესპუბლიკაში“ Agile mentor-ის ორგანიზებით, „ეჯაილის“ მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება, - ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „თიბისის“ მხარდაჭერით მთავარი გამომსვლელი, „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნება, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება.

„ღონისძიების მთავარი აქცენტი წელს Heart of Agile იქნება, თუ როგორ შეიძლება „ეჯაილ“ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებს ყველა ინდუსტრიაში და არამხოლოდ - „სოფთვეარ დეველოპმენტში“.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ „ეჯაილ“ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა საერთაშორისოდ ცნობილი „ეჯაელ“ ექსპერტი - ანტონ მარკი. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიას, რომელზეც ქართული ტექნოლოგიური კომპანიები დანერგილ „ეჯაილ“ გამოცდილებას გააზიარებენ.

ღონისძიების მთავარი სპიკერი, დოქტორი ალისტერ ქობერნი, 2020 წელს დასახელდა „ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს“ შორის, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და „ეჯაილ“ დეველოპმენტში.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია „ეჯაილ“ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება