Red Wings-ი ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დაწყებას გეგმავს

ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომავალ კვირას განახლდება, - Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მალცევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, პირველი რეისი ქუთაისის მიმართულებით შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი ავიარეისი თბილისის მიმართულებით“, - განაცხადა მალცევმა.

ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს. ის ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან ყოველ სამშაბათს და კვირას შეასრულებს, ხოლო თბილისში 2 ნოემბრიდან ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

ცნობისათვის, ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისები 2019 წლის ივლისში შეწყდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა