თამარ გაბუნიამ პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ყაზახეთში, პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება, რეგიონში, ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა.

კონფერენციის ფარგლებში, თამარ გაბუნია პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, სადაც 2018 წლიდან დღემდე, ევროპის ქვეყნებში, პირველადი ჯანდაცვის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ, საქართველოში, ამ კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. მათ შორის, აქცენტი გააკეთა სტანდარტიზებულ ელექტრონულ საინფორმაციო და სამედიცინო ჩანაწერების საყოველთაო ელექტრონულ სისტემებზე, ტელემედიცინაზე, ელექტრონული რეფერალის პლატფორმაზე.

თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სხვადასხვა სოფლის ამბულატორიებში მოქმედებს. პანელურ დისკუსიაზე, მინისტრის მოადგილემ, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

ღონისძიებას, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდა.

„პირველადი ჯანდაცვის გლობალური კონფერენცია ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, ევროპის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები და მოადგილეები, ევროკომისიისა და „იუნისეფის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება