ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მტერი არ წყვეტს ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობებს, ბრძოლა არ წყდება

ავდიივკას მახლობლად ბრძოლა გრძელდება, მტერი აგრძელებს ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობას, მაგრამ უკრაინული ჯარები ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და ამ მიმართულებით რუსებს უზარმაზარ დანაკარგებს აყენებენ , - ამის შესახებ ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა ისაუბრა.

მისი თქმით, ოკუპანტები მათ ხელთ არსებული ყველა იარაღით ესხმიან თავს ქალაქსა და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს.

„რაც შეეხება მოწინააღმდეგის მოქმედებებს თავდაცვის ხაზზე, ისინი იქ აქტიურობენ, არასდროს არ არის სიჩუმე, ისვრიან ყველაფრიდან, რაც აქვთ, სროლა არ წყდება, მტერი არ წყვეტს ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობებს და ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში შტურმისთვის სულ უფრო მეტი ახალი ძალების გადასროლას ახორციელებს“, - აღნიშნა საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვითარების გამწვავების დაწყებიდან ავდიევკას ჰუმანიტარული დახმარება არ მიუღია. ქალაქს, ამჟამად, ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტებისა და საკვების 2-3 თვიანი მარაგი აქვს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავდიივკადან ყველა ბავშვი და ქალი გაყვანილია და ქალაქში, ამ დროისთვის, 1 599 ადამიანი იმყოფება.ა

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება