ლელა ჯანაშვილის განცხადებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის განცხადებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმი შეიქმნება, ასევე დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. აღნიშნულის შესახებ ლელა ჯანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ" -ში განუცხადა, სადაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო.

როგორც ლელა ჯანაშვილმა განმარტა, პარლამენტმა 2023 წლის 14 ივნისს მიიღო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი მარტიდან, ხოლო, გარკვეული დებულებები, რომელიც ეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ ოფიცერსა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებას, ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი ივნისიდან. მისი განმარტებით, კანონი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს შეიცავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე თავიანთ საქმიანობაში და შიდა სამსახურებრივი აქტების მოსაწესრიგებლად. ლელა ჯანაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა სწორედ მიემართება საჯარო სექტორისადმი მხარდამჭერ ღონისძიებას, რითაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ეცნობებათ იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რასაც ითვალისწინებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი და მათ მიერ პროაქტიულად განსახორციელებელი ღონისძიებებს.

„ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე არის მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც მონაცემთა დამმუშავებლებს ავალდებულებს, რომ მათ შექმნან აღნიშნული სამსახური თავიანთ უწყებებში, თუმცა კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ წრეს, რომელ მონაცემთა დამმუშავებელს აქვს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმას, რომ მონაცემთა დაცვის ოფიცერი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ცოდნით და მან უნდა განახორციელოს მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით იმპლემენტაცია თავის საქმიანობაში. რაც შეეხება ოფიცრების დანიშვნას, ოფიცრების დანიშვნას თითოეული უწყება თავად განსაზღვრავს. მთავარია, რომ ოფიცრებს შესაბამისი კომპეტენცია გააჩნდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.

კანონი ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს შეიცავს, ტერმინოლოგიური ცნებების გარდა არის ისეთი ინსტიტუტები, რომელიც სიახლეა მონაცემთა დაცვის ქართული სამართლისთვის“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

მან ასევე განმარტა, ექნება თუ არა გავლენა ახალ კანონს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.

„ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ საჯარო ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. ეს ძალიან ვრცელი საკითხია და მოკლე ფორმატში პასუხის გაცემა ძნელია. თუმცა, უნდა გავავლოთ ზღვარი სად არის საჯარო ინფორმაცია და სად, პერსონალური მონაცემი. რა თქმა უნდა, ამ ზღვარს თავად უწყებები დააწესებენ. თუმცა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური” მუდმივად მუშაობს საკონსულტაციო რეჟიმში იმისთვის, რომ არამარტო მოქალაქეებს, მონაცემთა სუბიექტებს, არამედ საჯარო უწყებებსაც გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია, თუნდაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის