ისრაელის თავდაცვის ძალები - ეგვიპტე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მძევლებთან დაკავშირებულ საკითხებში

ეგვიპტე ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კაიროს ძალისხმევა ეფექტურია და ისრაელი მას ძალიან აფასებს , - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

"ეგვიპტე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მძევლებთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებულ საკითხებში. კაიროს ძალისხმევა ამ საკითხში ეფექტური და ძალიან ღირებულია. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვმუშაობთ ეგვიპტესთან ერთად და ძალიან მადლობელი ვართ მათი და „წითელი ჯვრის“ მიმართ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ კიდევ ორი მძევალი - 79 წლის ნურიტ კუპერისა და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი - გაათავისუფლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება