გორის მერია - საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა.

გორის მერიის ინფორმაციით, ორსართულიანი შენობა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო ატრაქციონებითა და ფანჩატურებით.

მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათლილი და ამ ეტაპზე 100 - მდე აღსაზრდელი ირიცხება.

საბავშვო ბაღის ახალი შენობა გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

მეჯვრისხევის ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.

ამ დრომდე ბაღის აღსაზრდელები სააგენტოს მიერ დაქირავებულ ფართში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასწავლო წელს საბავშვო ბაღის უკვე მეოთხე ახალი შენობა გაიხსნა. მიმდინარე წელს, ბაღის ახალი შენობის გახსნა კიდევ ერთ სოფელში იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება