„ნიკორა ჯგუფი“ მაღალმთიანი სოფლების სკოლებზე ზრუნვას აგრძელებს და მოსწავლეებს საჭირო ნივთებს გადასცემს

„ნიკორა ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად კომპანიამ ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს კი სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები გადასცა.

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლის დირექტორი ფირუზ ვაშაყმაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორიც ჩაერთოს განათლების ხელშეწყობაში. „ნიკორა ჯგუფის“ პროექტი კი ერთგვარი ბიძგი იქნება სხვა კომპანიებისთვის, იზრუნონ მომავალი თაობის საჭიროებებზე:

„მივესალმები ამ წამოწყებას და მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ თითოეული ჩვენგანი ვიყოთ ახალგაზრდა თაობის ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში ჩართულები. აუცილებელია, ყველამ ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და „ნიკორა ჯგუფის“ წამოწყება სხვა ბიზნესებისთვის მაგალითის მისაცემად მართლაც მნიშვნელოვანია, მინდა, კომპანიას მადლობა გადავუხადო გაწეული დახმარებისთვის“, - აღნიშნა ფირუზ ვაშაყმაძემ.

მისივე თქმით, ბავშვებისთვის საჩუქრების აღმოჩენის პროცესი ძალიან სახალისო იყო და მათთვის „ნიკორას“ თანამშრომლების სტუმრობის დღე ერთგვარ დღესასწაულად იქცა.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის სკოლის დირექტორი ირაკლი შავაძე ასევე მადლობას უხდის „ნიკორა ჯგუფს“ ინიციატივისთვის და აღნიშნავს, რომ კერძო სექტორის აქტიურობა განათლების სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია:

„მინდა, მადლიერება გამოვხატო. კომპანიის თანამშრომლებმა ბიბლიოთეკისთვის წიგნები და კომპიუტერები და ბავშვებისთვის სასკოლო ინვენტარი მოგვიტანეს. ჩვენი მოსწავლეები აღფრთოვანებულები იყვნენ ასეთი ყურადღებით“, - აღნიშნა საყდრიონის საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი შავაძემ.

პროექტის მიზანია მოსწავლეების წახალისება, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვა და სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე უკეთესი წვდომა ჰქონდეთ.

როგორც „ნიკორა ჯგუფში“ განმარტავენ, სკოლების საჭიროებების შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან იღებენ და ამის მიხედვით ადგენენ გადასაცემი ინვენტარის სიას. პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება და ამ პერიოდში „ნიკორა ჯგუფმა“ საჭირო ინვენტარი უკვე 10 სკოლას გადასცა. პროექტმა კი ერთგვარი ტრადიციის სახე მიიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება