ესპანეთის სოციალისტურმა პარტიამ და მემარცხენე Sumar-მა ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ესპანეთის სოციალისტურმა პარტიამ და მემარცხენე Sumar-მა ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ეს ოთხწლიანი საკანონმდებლო შეთანხმება, ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ ზრდა განაგრძოს ხარისხიანი დასაქმებით, განავითაროს პოლიტიკა, რომელიც სოციალურ სამართლიანობას დაეფუძნება და გააფართოოს ადამიანის უფლებები“, - აღნიშნულია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

პარტიების ლიდერებმა, პედრო სანჩესმა და იოლანდა დიასმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები 23 ივლისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო მანდატების რაოდენობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

მიღწეული შეთანხმება ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, სამუშაო საათების შემცირებას და სამართლიან საგადასახადო რეფორმას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება