მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონლის კერძოდ, სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 29 924,22 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 29 924,22 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!