2023-2024 სასწავლო წლის 100 პირველკურსელი „გალფის“ ერთწლიან სტიპენდიას მიიღებს

24 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „გალფის“ 2023-2024 წლის სასტიპენდიო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომპანია გალფის მენეჯმენტი, განათლების და მეცნიერების მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ.

„მომავალი ჩვენია“ - კომპანია გალფის საგანმანათლებლო სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებში, სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია გალფს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და შეიქმნა "გალფის სასტიპენდიო პროგრამა". კომპანია გალფი უკვე მეორე წელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ავლენს 100 საუკეთესო პირველკურსელს, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად ენიშნებათ 300 ლარის ოდენობით გალფის სტიპენდია.

ამასთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი - ჯამში 10 პირველკურსელი, რომლებიც კომპანია გალფის ინიციატივით, 22-28 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც ზაზა ფაჩულიასთან ერთად დაესწრებიან NBA-ს მატჩს და Silicon Valley-ზე ესტუმრებიან მსოფლიო ბრენდების შტაბბინებს. მათ შორის ისეთი დიდი კომპანიების კამპუსებს, როგორიცაა Google, Facebook etc.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო