ირაკლი ქადაგიშვილი - ცოტა გაურკვეველია, სალომე ზურაბიშვილი მაინც და მაინც ქალ პოლიტიკოსებს რატომ ხვდება, რაღაც გენდერული მიკერძოება გააჩნია თუ რა არის - ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრისგან რაიმე პოზიტიური იქნება

პრეზიდენტის ქმედებები ყოველთვის იყო დამაზიანებელი და კონფრონტაციის შემომტანი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრას.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრებისგან არანაირი განსაკუთრებული პოზიტიური მოლოდინი არ გააჩნია.

„ცოტა გაურკვეველია მაინც და მაინც ქალ პოლიტიკოსებს რატომ ხვდება - რაღაც გენდერული მიკერძოება გააჩნია თუ რა არის... ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრისგან რაიმე პოზიტიური იქნება. ქალი იქნება თუ კაცი, ჩვენ კარგად დავინახეთ ოპოზიციის რეალური ქმედებები და გამონათქვამები, რაც დამაზიანებელია ევროინტეგრაციის გზაზე.

ისიც კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტის ქმედებები ყოველთვის დამაზიანებელი, კონფრონტაციის შემომტანი იყო - რა განცხადებებით დაგვიბრუნდა ის ვიზიტებიდან - დაუწესეთ სანქცია რუსეთსო... ასეთი იყო რეკომენდაცია, რომელიც პრეზიდენტმა თავის არასანქცირებული მოგზაურობის შემდეგ ჩამოიტანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება