ირაკლი ქადაგიშვილი - გინდათ, ლავროვის პოზიციით ოპოზიციამ პოლიტიკური ქულები მოიპოვოს - სერგეი ლავროვმა შეიძლება შეგაქოს და ბევრი რამ ილაპარაკოს, მაგრამ მისი განცხადებების იმედად ნუ იქნებით, ნუ გაგიხარდებათ

სერგეი ლავროვმა შეიძლება შეგაქოს კიდეც და ბევრი რამ ილაპარაკოს, მაგრამ ლავროვის განცხადებების იმედად ნუ იქნებით! - ლავროვის განცხადებები ნუ გაგიხარდებათ! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თაობაზე კითხვას, რომლის ვარაუდით, საქართველო უახლოეს პერიოდში „3+3“ ფორმატს შეუერთდება.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია მონდომებით ცდილობს, საქართველო რამენაირად “3+3 ფორმატს“ დააკავშიროს.

“სამი წელია საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ ამბობს, რომ ჩვენ ამ ფორმატში მონაწილეობას არ ვიღებთ და არ მივიღებთ. ლავროვის განცხადება ეს არის ლავროვის განცხადება - მისი ინტერესის გამოხატვა ისე, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციას სალაპარაკო მისცეს. გინდათ, რომ ლავროვის პოზიციით ოპოზიციამ რაღაცნაირად პოლიტიკური ქულები მოიპოვოს - მაშინ გაყევით ლავროვის ამ ლოგიკას, მაგრამ საქართველოს ხელისფლება თავის ლოგიკას მიჰყვება, რომელიც ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სერგეი ლავროვის შეფასებით, “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“. მისივე განცხადებით, “ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება