სახალხო დამცველმა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მიერ თერაპიული მომსახურების შეწყვეტის შემდეგ აუცილებელი სარეაბილიტაციო სერვისის გარეშე დარჩნენ. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ომბუდსმენის აპარატმა საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და საქმისწარმოების ფარგლებში დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა თბილისის მერიიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

„შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა მშობლებს საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია გააცნო, პირადად მოისმინა მათი პრობლემები, მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოთქვა მზაობა, საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს, სერვისის შესაძლო შეწყვეტისა თუ არსებული ალტერნატივების თაობაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გონივრული ვადით ადრე არ აცნობა, რომ საზაფხულო დასვენების შემდეგ ცენტრი მომსახურებას აღარ განაახლებდა. ხაზგასასმელია, რომ დღემდე, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები მშობლებთან არასაკმარის კომუნიკაციას აწარმოებენ და არც საკითხის მოგვარების კონკრეტული გეგმა შეუთავაზებიათ. შედეგად, ბავშვები თვეზე მეტია მოწყვეტილნი არიან თერაპიას, რაც ნეგატიურად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და მიღწეული შედეგების დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შშმ ბავშვთა რეაბილიტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის პროცესში. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მათთვის აუცილებელია უსაფრთხო ტრანზიცია და სერვისის მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაგრძელება. შესაბამისად, პრიორიტეტულია თერაპია ერთ სივრცეში და იმ თერაპევტების ჩართულობით გაგრძელდეს, ვისთანაც ბავშვებს ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებთ და ვისთვისაც უკვე ნაცნობია ბენეფიციარების განვითარებისა და თუ მიღწეული პროგრესის თავისებურებები.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს როგორც ცენტრალურ, ისე, ადგილობრივ ხელისუფლებას და სხვა ჩართულ მხარეებს, ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთთან კოორდინაციით, მშობლებთან და თერაპევტებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მიიღონ ყველა ზომა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებების გადაუდებლად დაკმაყოფილებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება