ბაკურიანის განვითარების სააგენტო - ოქტომბრიდან ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი მარშრუტით იმოძრავებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ გადაწყვეტილებით, 25 ოქტომბრიდან ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვრის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი მარშრუტით იმოძრავებს. მგზავრობის ღირებულება 1 (ერთი) ლარი იქნება.

ავტობუსის განრიგი:

ორშაბათი - პარასკევი

ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი - 15:00 საათი

ციხისჯვარი - ანდეზიტი - ბაკურიანი - 15:30 საათი

ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი - 18:15 საათი

ციხისჯვარი - ანდეზიტი - ბაკურიანი - 18:30 საათი

შაბათი - კვირა

ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი - 18:15 საათი

ციხისჯვარი - ანდეზიტი - ბაკურიანი - 18:30 საათი

ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. გადახდისას შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათი, ისე სატრანსპორტო ბარათი. სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ბორჯომის ფილიალში (მის: ქ.ბორჯომი რუსთაველის 121), ასევე დაბა ბაკურიანში (მის: აღმაშენებლის N18) მდებარე მაღაზიის სალაროდან. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება