ანა წითლიძე - ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით ვიგულისხმე პოლიტიკური ინფორმაციის გასაჯაროება და არა პირადი - ხატიას პოტენციალი ისეთია, ვისურვებდი, ვიწროპარტიულ დავიდარაბაში არ იყოს

მე ვიგულისხმე პოლიტიკური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც უკავშირდებოდა პარტიიდან წასვლას და არა პირადი ინფორმაციის - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატ, ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსს შეეხებოდა.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, ხატია დეკანოიძე „ვიწროპარტიულ დავიდარაბაში არ იყოს“ და თავისი რესურსები სხვანაირად გამოიყენოს.

„მე ვიგულისხმე პოლიტიკური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც უკავშირდებოდა პარტიიდან წასვლას და არა პირადი ინფორმაციის. ერთად ვიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ვუთხარი და იმავეს გავიმეორებ. ხატიას პოტენციალი არის ისეთი, რომ ვისურვებდი, ამ ვიწროპარტიულ დავიდარაბაში არ იყოს და თავისი რესურსები გამოიყენოს სხვანაირად. როცა პარტიიდან მიდის, მაშინ უნდა ეყოს იმის თავმოყვარეობა, რომ ამ პარტიაზე არ ისაუბროს, სადაც იყო. სასაუბრო ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“, უფრო მეტი გვაქვს და თუ მოგვინდება ვისაუბროთ, აუცილებლად ვისაუბრებთ“, - განაცხადა ანი წითლიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მძიმე პრობლემებია, ეს არის მოცემულობა, რაც პარტიაში გადატრიალების შემდეგ დადგა. დეკანოიძის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ანი წითლიძემ აღნიშნა, რომ სათქმელი ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც ბევრი აქვთ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება