გიგი წერეთელი - ნათელია, „ქართული ოცნების“ ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა ვერ შეეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიას

ნათელია, „ქართული ოცნების“ ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა ვერ შეეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა.

წერეთელი გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ოჩამჩირეში არსებულ ბაზაზე სამხედრო ხომალდების განთავსებას აპირებს.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ნათელია, რომ რუსეთი აპირებს, ოჩამჩირეში არსებული ბაზა გააძლიეროს და ძალიან ფუნქციონალური გახადოს, რათა შემდგომში ყირიმიდან მისი ფლოტი გადმოიყვანოს.

მისი თქმით, ეს ძალიან მძიმე ამბავია, რადგან ეს რუსეთის გავლენას აძლიერებს, ოკუპაციას აღრმავებს და საქართველოს ტერიტორიასთან საომარ ოპერაციებს აახლოებს.

„ჩვენი ხელისუფლება სუპერაქტიური უნდა იყოს და ამ საკითხის წინ წამოწევას ყველგან უნდა ცდილობდეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა, როცა ასეთი სიტუაციაშიც კი არაფერი არ უნდა თქვა, გარდა მცირე განცხადებებისა, არ არის პოლიტიკა, რომელიც ამგვარ სტრატეგიას შეეწინააღმდეგება.

რამდენი ხანია არ მოგვისმენია მაგალითად, 12 აგვისტოს შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, მოწოდება და ზეწოლა?! - ამ შეთანხმებით, რუსეთმა თავისი ჯარი, უნდა გაიყვანოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქითაა. ისინი ჩვენს ტერიტორიებს უახლოვდებიან, მათ შორის, ოჩამჩირეში არსებული ბაზის განვითარებით“ , - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება