„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით AWS Cloud Day გაიმართა

„საქართველოს ბანკი“ როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, სტამბაში ბანკის მხარდაჭერით, Amazon–ის ღონისძიება AWS Cloud Day 21 ოქტომბერს გაიმართა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე სპიკერებმა მისულ სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და განიხილეს საუკეთესო პრაქტიკები ისეთ თემებზე როგორიცაა: ქლაუდ ტექნოლოგიები, ამაზონ ვებ სერვისი, ქლაუდის უსაფრთხოება, DevOps, Machine Learning და სხვა.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინდივიდუალურ სესიებს დასწრებოდნენ, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნოთ.

ამასთან, მათივე ცნობით, მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ „საქართველოს ბანკის“ უფროსი მონაცემთა მეცნიერი, ზურაბ ძინძიბაძე, რომელიც ამაზონის დახმარებით, ქართული ხმის მანქანური გატექსტების მასშტაბირების შესახებ, ხოლო ბანკის Expert პროგრამ მენეჯერმა, სალომე ბაქრაძემ ბანკის Cloud journey-ის შესახებ ისაუბრა.

„მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, სპიკერის როლში გვესაუბრა იმ ციფრული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც „საქართველოს ბანკში“ დავნერგეთ AWS - თან პარტნიორობით. ღონისძიებაზე ფართო აუდიტორიას ჩვენი გამოცდილება და გამოწვევები გავუზიარეთ, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე როგორიცაა: „საქართველოს ბანკის“ Cloud Journey, ქლაუდ ტექნოლოგიები, ქლაუდის უსაფრთხოება და სხვა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს გაეცნონ. ეს „საქართველოს ბანკსა“ და AWS -ს შორის ღირებულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიური რეჟიმით მომხმარებლებისთვის მეტი ტექნოლოგიური პროდუქტის შეთავაზებას ვაგრძელებთ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება