ზაზა გოგავა - ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ანაკლიის პორტს, რადგან რუსული დროშა უფრო და უფრო ახლოს გამოჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანაკლიის აკვატორიასთან

ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ანაკლიის პორტს, რადგან რუსული დროშა უფრო და უფრო ახლოს გამოჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანაკლიის აკვატორიასთან და ეს იქნება კიდევ ერთი სიგნალი ივნესტორებისთვის, რომ თავს შეიკავებენ მონაწილეობა მიიღონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, ზაზა გოგავამ განაცხადა, რითაც ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს პრესსპიკერის განცხადებას, რომ „რუსეთს სამხედრო გემების ნაწილი ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავს“.

როგორც გოგავამ განაცხადა, აღნიშნული საკითხი არის ზუსტად ის საფრთხე, რაც „მეორე ფრონტის“ გახსნას უკავშირდება.

„არაერთხელ განუცხადებია ჩვენს ხელისუფლებას - „ომი გინდათ?“ ეს არის ზუსტად ის საფრთხე, „მეორე ფრონტის“ გახსნა, ასე შემოდის მცოცავი ოკუპაცია. პლუს ამას, ყველა დონეზე ეს საკითხი არ უნდა ჩამოდიოდეს ტრიბუნებიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, სრულ სიჩუმეს, გაუგებარ განცხადებებს. ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ანაკლიის პორტს, რადგან რუსული დროშა უფრო და უფრო ახლოს გამოჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანაკლიის აკვატორიასთან. ეს იქნება კიდევ ერთი სიგნალი, რომ ყველა ინვესტორი, ვინც უყურებს და ლუპით აკვირდება ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარების ისტორიას, თავს შეიკავებენ ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისგან“, - განაცხადა ზაზა გოგავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება