პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებით, არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს ის მოქალაქეებიც შეძლებენ, რომელთაც არაელექტრონული პირადობის მოწმობები აქვთ

პარლამენტში ინიცირებულია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის მიღების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლებით საქართველოს ის მოქალაქეებიც ისარგებლებენ, რომელთაც არაელექტრონული პირადობის მოწმობები აქვთ.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი ფრიდონ ინჯიაა.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, რომელთაც ელექტრონული პირადობის მოწმობები და საქართველოს მოქალაქის პასპორტი გააჩნიათ.

როგორც ინჯიას მიერ წარდგენილი კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

„არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს “ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, ამის საუკეთესო გზა არჩევნებია“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული პირადობის მოწმობით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება