ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი - ისრაელის არმია მზად არის ღაზას სექტორში შესასვლელად, მაგრამ ტაქტიკური, ოპერატიული ფაქტორების გამო ყოვნდება

ისრაელის არმია მზად არის ღაზას სექტორში შესასვლელად, მაგრამ „ტაქტიკური, ოპერატიული” ფაქტორების გამო ყოვნდება,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.

ჰალევიმ აღნიშნა, რომ ჰამასი „ნანობს” ისრაელის წინააღმდეგ ომის დაწყებას, და აღიარა, რომ ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრა „ტაქტიკური და სტრატეგიული მოსაზრებების გამოც კი” ყოვნდება, მაგრამ ამავდროულად, ისრაელის უკეთესად მომზადების საშუალებას აძლევს.

„ამისთვის მოვემზადეთ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა და სამხრეთის ხელმძღვანელობამ შეტევის ხარისხიანი გეგმები მოამზადეს ომის მიზნების მისაღწევად… ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის [სახმელეთო] ოპერაციისთვის, და შემდეგი ნაბიჯის ფორმასა და დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ეშელონთან ერთად მივიღებთ“, - განაცხადა ჰალევიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება