მიხეილ სააკაშვილი - მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით - მხარეებს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ კრემლი უბიძგებს

მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის “ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, კრემლი მხარეებს უბიძგებს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ, სურს დააზარალოს აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციები, შეცვალოს მთავრობა ერევანში და ამ დერეფანში ჩააყენოს თავისი „მესაზღვრეები“.

„ჩემი მიმართვა აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას:

მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში და ასევე განათავსოს თავისი ჯარის დამატებითი შენაერთები, საქმე ეხება სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანს და მის ტერიტორიას - ნახიჩევანს შორის, კრემლი მხარეებს უბიძგებს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ, სურს რა დააზარალოს აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციები, შეცვალოს მთავრობა ერევანში და ამ დერეფანში ჩააყენოს თავისი "მესაზღვრეები".

სინამდვილეში, მსოფლიოში არსებობს მსგავსი საკითხების მოგვარების ბევრად უფრო უმტკივნეულო და პოზიტიური გამოცდილებები, ერთ-ერთია გზის არენდის ხელშეკრულება მოლდოვასა და უკრაინას შორის, როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ქალაქ ოდესიდან დუნაისპირეთში მოგზაურობისას გავდიოდი უკრაინის მიერ მოლდოვას ტერიტორიაზე არენდირებულ გზის მონაკვეთს, ეს მონაკვეთი კონტროლდება უკრაინელი მესაზღვრეების მიერ და მე ის დანარჩენ გზატკეცილთან ერთად, ფუნდამენტურად განვაახლე, მოლდოვა ამ გზის გაქირავებით იღებდა დიდ ეკონომიკურ შეღავათს, ზუსტად ასევე შეიძლება მოიქცნენ სომხეთი და აზერბაიჯანი თუ მიღწეული იქნება გზის არენდის ხელშეკრულება, ამით სომხეთს შეუძლია მიიღოს დიდი შემოსავალი და ასევე გავიდეს დიდ საერთაშორისო მარშრუტებზე, გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ორივე მხარე ამ გზით თავიდან აიცილებს ომს, რუსების განლაგებას და ეს შეთანხმება შეიძლება გახდეს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი“,- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება