ზურაბ აზარაშვილი  მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, ასევე პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გზები და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მართვა გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა. საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც, რომელიც წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

საუბარი შეეხო ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც საქართველოში გასულ წელს ამოქმედდა და მისი მიზანი, ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირების გზით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა, ის გარემოება, რომ უკვე განხორციელებული პროექტების შედეგად, საქართველო 2 წლით უსწრებს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სამიზნეებს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი აჰმედ ლევენტ იენერი ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება