პარლამენტთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პარლამენტთან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დაბრუნებისაკენ მოუწოდებენ.

საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი პატიმარი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მის მსგავსად, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ადამიანებს მიმართავს და ამბობს, რომ ირაკლი ბებუას ოკუპანტი სახელმწიფოსაგან დახსნაში მათ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ირაკლი ბებუას გათავისუფლების ყველაზე დიდი ძალა არის საზოგადოება. თუ საზოგადოება ჩვენ მთავრობას მოსთხოვს ირაკლი ბებუას გათავისუფლებაზე უფრო აქტიურ მოქმედებას, ჩაათვალეთ, რომ ორ თვეში ირაკლი გათავისუფლებული იქნება. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი, რომ ყოველ გამოსვლაზე, რაც თბილისში ხდებოდა, ბადრაგის საშუალებით მომდიოდა ინფორმაცია, რომ აი, დღეს შენზე ილაპარაკეს, გუშინ შენზე ილაპარაკეს... ნათქვამი ერთი სიტყვაც კი, ათჯერ აძლიერებს ირაკლის. ამიტომაც ვთხოვ საზოგადოებას, ოჯახს აქტიურად დაუდგეს მხარში, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლეს ირაკლი. ასევე მინდა, მოვუწოდო საქართველოს დაახლოებით, 4 ათას მოქალაქეს, რომელიც დაკავებული და რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი იყო, თბილისში თუ არა, სადაც არიან, თავიანთ სოფლებში გამოვიდნენ და მხარი დაუჭირონ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც დღეს დაკავებულია“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება