აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოზიციაზე ტომ ემერის კანდიდატურა შეარჩია

აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოზიციაზე ტომ ემერის კანდიდატურა შეარჩია.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამშაბათს, ხუთრაუნდიანი კენჭისყრის შედეგად აშშ-ის რესპუბლიკური პარტია, რომელსაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა უკავია, სპიკერის პოზიციაზე ტომ ემერის წარდგენის კანდიდატურაზე შეთანხმდა.

მინესოტას შტატის წარმომადგენელი ტომ ემერი კენჭისყრის ყველა რაუნდში დამაჯერებლად ლიდერობდა, ხოლო ბოლო რაუნდში შტატ ლუიზიანას წარმომადგენელს მაიკ ჯონსონს გაუსწრო. სულ კენჭისყრაში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა.

ცნობისთვის, ემერმა მხარი დაუჭირა აშშ-ის 2020 საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას, რასაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები ეწინააღმდეგებიან.

ორგანიზაცია „რესპუბლიკელები უკრაინისთვის“ კი ემერის კიევისადმი მხარდაჭერას უმაღლესი ქულით აფასებს, ემერი მხარს უჭერდა უკრაინისთვის დახმარების შესახებ კონგრესის ყველა ინიციატივას და მის შემცირებას ეწინააღმდეგებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება