ისრაელის ელჩი - მტერი, რომელსაც ვებრძვით ბრუტალური და ბარბაროსული ძალაა, ის საკუთარ ხალხს რადიკალური იდეოლოგიისთვის წირავს - ეს უზარმაზარი გამოწვევაა
  • მტერი, რომელსაც ჩვენ ვებრძვით არის ბრუტალური და ბარბაროსული ძალა, რომელიც საკუთარ ხალხს რადიკალური იდეოლოგიისთვის წირავს და ეს უზარმაზარი გამოწვევაა, - ამის შესახებ ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა.

ჰადას მეიცადის განმარტებით, ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი ზიანი, თუმცა „ჰამასი“ საპირისპიროს აკეთებს.

ელჩის შეფასებით, „ჰამასი“ პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე, რაც დღეს ღაზას ქუჩებში ხდება.

„ისრაელი არ არის ოკუპანტი ძალა ღაზაში. ჩვენ გამოვედით ღაზას ქუჩებიდან 2005 წელს. არ არის არცერთი ებრაელი ჯარისკაცი, რომელიც ღაზას ქუჩაში შეგხვდებათ. როდესაც ეს გავაკეთეთ 2005 წელს, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი პალესტინურ სახელმწიფოსთან მშვიდობიან ურთიერთობაში შესვლისაკენ და ძლიერი ეკონომიკური ხანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა - „ჰამასი“ იქნა არჩეული ოფიციალურად 2006 წლიდან და ხელში აიღო ძალაუფლება, დახოცა უამრავი ადამიანი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა აისახება ღაზას ქუჩებში. „ჰამასი“ პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე, რაც ხდება ღაზას ქუჩებში - იქნება ეს დანგრეული განათლების სისტემა, ჯანდაცვა თუ ის მკვლელობები, რომელსაც თვალს ვადევნებთ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პროცესის განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს „ჰამასთან“, რადგან „ჰამასი“ არ არის პალესტინელი ხალხის წარმომადგენელი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არასასურველი ზიანი ავიცილოთ თავიდან და არ დავაზარალოთ ადგილობრივი მოსახლეობა ღაზაში. რიცხვები რეალურად არ ასახავს ისტორიას. როდესაც საუბრობთ 2000 ბავშვზე, რომელიც ღაზაში გარდაიცვალა, ფაქტობრივად, იყენებთ იმ რიცხვებს, რომელიც ღაზას ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის და ამის პირველწყარო არის „ჰამასი“. ყველაფრის უკან ღაზაში დგას "ჰამასი". ეს არის სისხლისმღვრელი ორგანიზაცია, რომელმაც ორი კვირის წინ დახოცა ებრაელი ბავშვები და დღეს აქვს იმის მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციას გაავრცელებს. ნებისმიერი მონაცემი, რომელიც მოდის „ჰამასისგან“ უნდა იქნას განხილული ძალიან სკეპტიკურად.

ტერორიზმს, რომ ებრძოლო, რომელიც მდებარეობს ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში არის დიდი გამოწვევა, ეს არის გამოწვევა ისრაელისთვის. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ვიბრძვით საერთაშორისო კანონების დაცვით, ომის კანონების დაცვით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი არასასურველი ზიანი მოქალაქეებისადმი ღაზაში. ვეუბნებით და ვაფრთხილებთ მათ, რომ მოახდინონ ევაკუაცია. გავაკეთეთ განცხადება, რომ უნდა მოეხდინათ ევაკუაცია ღაზას სამხრეთ ნაწილისაგან და გადასულიყვნენ ჰუმანიტარულ ზონაში. ისრაელი შეესაბამება საერთაშორისო კანონებს, თუმცა იმავე კანონების მიხედვით არ არის ვალდებული უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორისათვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ არ შევაფერხოთ ამგვარი ჰუმანიტარული დახმარება და ამას ვაკეთებთ.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავიცილოთ ზედმეტი ზიანი, მაგრამ „ჰამასი“ საპირისპიროს აკეთებს. „ჰამასი“ ცდილობს, რომ დაიმალოს მოქალაქეების ზურგს უკან“, - განაცხადა ელჩმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია