ჯონ კირბი - ცეცხლის შეწყვეტა ახლა მხოლოდ „ჰამასს“ არგებს

ცეცხლის შეწყვეტა ახლა მხოლოდ „ჰამასს“ არგებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

ამავდროულად, კირბიმ „ჰუმანიტარული პაუზების” შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ჰუმანიტარული პაუზები ინსტრუმენტებია… დროის გარკვეული პერიოდებისთვის, ეს იგივე არაა, რაც ცეცხლის შეწყვეტა”.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ღაზას სექტორში სამოქალაქო მოსახლეობის უკეთ დასაცავად საერთაშორისო საზოგადოებას „ჰუმანიტარული პაუზების” შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა.

ორშაბათს კი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა ტერორისტულ ორგანიზაციას გადაჯგუფების შესაძლებლობას მისცემს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება