გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს 05:00-იდან, 08:00 საათამდე ენერგომომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეუწყდებათ. ამასთან, 11:00-იდან, 17:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წიწამური, საგურამო, ხოლო 12:00-იდან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში არაშენდა, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ბიწმენდი, სასახლკარე.

„05:00-იდან, 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მომხმარებლებს ქ. დუშეთში, სოფლებში კაიშაურები, არაგვისპირი, ფასანაური, ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, წითელსოფელი, ქვეშეთი, საკრამული და მიმდებარე სოფლებში.

05:00-იდან, 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში, სოფლებში არშა, სიონი, სნო, გუდაური, აჩხოტი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-იდან 17:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს ზაჰესში მეფუტკრეობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება