ჩეხეთის ელჩი „ენერგო-პრო ჯგუფის“ კუთვნილ ერთ-ერთ ჰიდროელექტროსადგურს ეწვია

ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურს ეწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“ წარმომადგენლებმა, ელჩს საქართველოში ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობისა და განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„მადლიერები ვართ ჩეხეთის ელჩის, რომელმაც ინტერესი გამოიჩინა ჩვენს კომპანიას გასცნობოდა. ზოგადად, საელჩოს მხრიდან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას და დახმარების მზაობას, თუმცა, ახალი ელჩის დაინტერესება, ძალიან სასიხარულოა. ბატონ ელჩს წარვუდგინეთ ინფორმაცია ზაჰესის, „ენერგო-პრო ჯგუფის” და მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ. ერთის მხრივ, ჩვენთვის დიდი პატივია წარმოვადგენდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმსხვილეს საინვესტიციო ჯგუფს საქართველოში. მეორეს მხრივ, სწორად განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და დროულად განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა საინვესტიციო პროექტებმა, უზრუნველყო არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მწყობრში შენარჩუნება, არამედ მათი საპროექტო სიმძლავრეების ზრდა და გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირება. საქართველოში საქმიანობის 17 წლის განმავლობაში, "ენერგო-პრო ჯგუფმა" ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა, გამოწვევებიც და არაერთი წინაღობა კვლავ რჩება, რასაც რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაგირება სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრებს დაინტერესებისთვის“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ კუბერნატის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო, ძველი ჰესის ასე წარმატებით მუშაობა.

,,ვამაყობ, რომ ვარ ჩეხეთის ელჩი, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის ინვესტორიც საქართველოში ასეთ საინტერესო პროექტებს ახორციელებს. არ ველოდი, რომ მსგავსი სიძველის ჰესი ასე წარმატებით იმუშავებდა. ეს არის ჩემი პირველი და ძალიან საინტერესო ვიზიტი ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე”, - განაცხადა პეტრ კუბერნატმა.

დღეისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში წარმოდგენილია 6 კომპანიის სახით: სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“ და შპს „მეგავატ სერვისი“.

წლებია „ენერგო-პრო ჯგუფი“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში, აგრეთვე ჯგუფში კომპანიები ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთა ტოპ ათეულშია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება