ანა კობახიძე - ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე ინჯიას ხელით აბრუნებს ადვილად გასაყალბებელი დოკუმენტით ხმის მიცემის შესაძლებლობას

ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე ინჯიას ხელით აბრუნებს ადვილად გასაყალბებელი დოკუმენტით ხმის მიცემის შესაძლებლობას, რასაც „ოცნება“ მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ცესკო-სა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა კობახიძემ „ევროპელი სოციალისტების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ინჯიას ხელით ხელისუფლების მიერაა ინიცირებული და ეს ყოველივე ამცირებს შანსს, 12 რეკომენდაციიდან ერთ - ერთი, საარჩევნო კოდექსის რეფორმა შესრულებულად ჩაითვალოს:.

„საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებების პაკეტი საარჩევნო კოდექსში და ინიციატორია „ევროპელი სოციალისტები“. ცვლილებების თანახმად, ამომრჩეველს ისევ ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს ე.წ „ლამინირებული“ პირადობის მოწმობით.

2022 წლის ცვლილებების მიხედვით, ეს ნაწილი ყველა მხარის მიერ მიიჩნეოდა გაუმჯობესებად, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ვენეციის კომისიისთვის. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ხელისუფლება 2024 წლის არჩევნებზე ინჯიას ხელით აბრუნებს ადვილად გასაყალბებელი დოკუმენტით ხმის მიცემის შესაძლებლობას. ვითომ ,,ოპოზიციის” მიერ ინიცირებულ პროექტს, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მხარს დაუჭერს, რადგან ეს არის მათი ინიციატივა, ინჯიას ხელით შესრულებული.

ასეთი ცვლილებები აზრს უკარგავს ტექნოლოგიების შემოტანის შემდეგ მანიპულაციების შემცირების შესაძლებლობას და კიდევ უფრო ამცირებს შანსს, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც საარჩევნო ცვლილებებს ეხებოდა, შესრულებულად ჩაითვალოს“, - განაცხადა ანა კობახიძემ.

აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება