გიორგი კალანდარიშვილი - 2024 წელს პირველად, ეროვნული მასშტაბით, საარჩევნო ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, რაც წინგადადგმული ნაბიჯია - ეს მაღალ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და სანდოობას აამაღლებს

2024 წელს საქართველოში პირველად, ეროვნული მასშტაბით, საარჩევნო ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმების მთვლელი აპარატები, რაც პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის არჩევნების ისტორიაში - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში დეზინფორმაციის, ტექნოლოგიურ კონტექსტში ცრუ ნარატივების გავრცელებას არ აქვს საზღვრები და ეს არამარტო საქართველოს, არამედ ბევრი ქვეყნის პრობლემაა.

„დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია მე-11 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. 25-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრატორი, 100-ზე მეტი მონაწილე და ასეთი მაღალი გამოხმაურება მიუთითებს იმ თემების აქტუალურობასა და მნიშვნელობას საარჩევნო პროცესში, რომელსაც კონფერენცია ეხება. ეს არის საარჩევნო ტექნოლოგიებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ კონტექსტში, რათა ჩვენ დავიცვათ არჩევნების მთლიანობა და საარჩევნო გარემო იმ არასწორი და მავნე გავლენების ჩამოყალიბებისგან, რომელიც, ზოგადად, დეზინფორმაციული კამპანიების შედეგად არაერთხელ გვინახავს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, ეს არის მრავალი ქვეყნის გამოწვევა, განსაკუთრებით, 21-ე საუკუნეში. როცა დეზინფორმაციის, ცრუ ნარატივების გავრცელებას არ აქვს საზღვრები, ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრატორებმა, არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებაში მთავარმა პასუხისმგებელმა პირებმა, ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მექანიზმების შემუშავება და შექმნა უნდა უზრუნველვყოთ, რომელიც თავის მხრივ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების სწორ და ობიექტურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. 2024 წელს საქართველოში პირველად, ეროვნული მასშტაბით, საარჩევნო ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმების მთვლელი აპარატები, რაც პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის არჩევნების ისტორიაში. ეს კენჭისყრის პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ასევე, რა თქმა უნდა, კენჭისყრის დღეს მაღალ გამჭვირვალობასა და საჯაროობას, რაც სანდოობასაც აამაღლებს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება