„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია აშშ-ის კონგრესში, კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, მაღალი დონის შეხვედრები გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს იყო მკაფიო გზავნილი მათი მხრიდან.

„დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე არსებობს უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააღრმაოს ურთიერთობები აშშ-თან, სტრატეგიული ურთიერთობა, ეკონომიკური ურთიერთობა და წინ წაიწიოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება მიზანმიმართულად არ იყენებს, რადგან ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატებისა, ურთიერთობას აახლოებს რუსეთთან, ჩინეთთან და ქართველ ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალიზება მოხდეს ჩვენი ისტორიული არჩევანის, რომ გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. ამიტომ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი, საქართველოს ეროვნული ინტერესი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, ევროკავშირის წევრი. ფორმალური გადაწყვეტილების მიღების წევრი, რა თქმა უნდა, აშშ არ არის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ამერიკას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა დღეს კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში და ყველგან ვიღებთ მხარდაჭერის ძალიან მკაფიო და მყარ გზავნილს, რომ აშშ არის ქართველი ხალხის გვერდით და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობის მიუხედავად, რომ დაკარგოს ევროატლანტიკური მომავალი, ჩვენ ეს მომავალი დავიცვათ და წინ წავიწიოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის