ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატები, მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდეც კი, შეიძლება, რომ ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მეცოლამ.

მეცოლამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება