აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.

„დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავამ სტუმრებს სამინისტროს კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები გააცნო, ხოლო აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის მიზანს ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარება და მხარდაჭერა, უკვე არსებული შედეგების გაცნობა, ასევე კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, სამომავლო საქმიანობის პროცესში, სიახლეების შეტანა წარმოადგენდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის