ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი - ირანი თავდასხმამდე „ჰამასს“ უშუალოდ ეხმარებოდა

ირანი თავდასხმამდე „ჰამასს“ უშუალოდ ეხმარებოდა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს.

„ირანი ომამდე „ჰამასს“ სამხედრო წვრთნებით, იარაღით, ფულით და ტექნოლოგიებით უშუალოდ ეხმარებოდა“, - განაცხადა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.

„ირანი ახლაც აგრძელებს „ჰამასის“ დახმარებას სადაზვერვო ინფორმაციით და ინტერნეტში ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის წაქეზებით“, - დაამატა მან.

პრესკონფერენციის დასასრულს, ჰაგარიმ ჩრდილოეთ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა, რომ სამხრეთისკენ გადაადგილდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება