ნიკა მელია - თუ „ოცნების“ მართვაში იქნება აბასთუმანში ჩაკეტილი ივანიშვილი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ იზოლირებული მერაბიშვილი და კეზერაშვილი, ოპოზიცია დაზარალდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე ამბებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარტიაში არსებული კონფიგურაცია, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისათვისაა“ მოსახერხებელი.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ვერ გადაიქცევა, ცუდი ხელისუფლების კარგ ალტერნატივად, ამით ხელისუფლება იხეირებს.

„ღირსებისა და სიმართლის განმარჯვება აზარალებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც სრულად არის დაცლილი ერთისგანაც და მეორისგანაც, უსამართლობასთან შეგუება კი აზარალებს ოპოზიციას, თუ „ოცნების“ მრუდე და მახინჯ სარკისებრ ანარეკლად იქცევი და ხალხთან ბმას დაკარგავ, თუ „ოცნების“ მართვაში იქნება აბასთუმანში ჩაკეტილი ივანიშვილი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ იზოლირებული მერაბიშვილი და კეზერაშვილი, დაზარალდება ოპოზიცია და ოპოზიციური ბრძოლა. თუ ოპოზიცია ვერ გადაიქცევა, ცუდი ხელისუფლების კარგ ალტერნატივად, იხეირებს ხელისუფლება, ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმესთვისაა მოსახერხებელი „ნაციონალური მოძრაობის“ არსებული კონფიგურაცია, არის „ქართული ოცნებისათვის”, - აცხადებს მელია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება