გორში ლომონოსოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში ლომონოსოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გზის საფარის მოწყობის სამუშოები ხორციელდება და სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 579 მეტრია.

პროექტის მიხედვით მოეწყობა: ასფალტი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები.

„სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტის განხორციელება ფონდის მიერ გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შეძლო. ორგანიზაციამ დაფინანსების ზრდის გადაწყვეტილება წლის დასაწყისში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელების გათვალისწინებით მიიღო.

გარდა ლომონოსოვის ქუჩისა, გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში კიდევ ორი პროექტი ხორციელდება - ტყვიავის სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა (1 103 მეტრი) და ბროწლეთში (468 მეტრი) შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.

2023 წელს, ფონდის მიერ, გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 9,4 მილიონამდე ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება