„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით საქართველოს ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის საერთაშორისო კომპანიები სტუმრობენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით თბილისი ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების (BPO) ინდუსტრიის სამიტს მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტში აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან BPO ინდუსტრიის წარმომადგენელი 15-მდე კომპანია მონაწილეობს.

სამიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები გააცნო.

მიხეილ ხიდურელის თქმით, დღეს BPO სექტორი არის ინდუსტრია, სადაც მაღალი ხელფასები და ზრდის დიდი პოტენციალია. მისივე განმარტებით, ამის საუკეთესო მაგალითია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „მეიჯორელი“ და „კონსენტრიქსი“.

„პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ ფართო შესაძლებლობებს და ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, ბიზნესის სიმარტივე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და რაც ყველაზე მთავარია სტაბილურ გარემოს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.

გარდა ამისა, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯაროს სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

„ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება და ემსახურება საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაციას. სამიტში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა PodcastAI-ი, GGA Solutions-ი, Nearshore America, Ventures Consulting და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება