კახა კალაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ნაბიჯები, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად გადავდგით

პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, თუმცა დაველოდოთ, ამაზე ნაადრევად არ მინდა საუბარი. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად გადავდგით, დღესაც გრძელდება მუშაობა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მომავალშიც მზად ვართ თანამშრომლობა გაგრძელდეს და მგონია, რომ დეკემბერში მიღებული იქნება დადებითი და პოზიტიური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად ყველაფერი გააკეთა ევროპელ მეგობრებთან ერთად იმ რეფორმების განხორციელებისთვის, რომელიც მათი მხრიდან იყო მითითებული.

„რა თქმა უნდა, სრული მზაობა გვაქვს,რომ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს იმიტომ, რომ რეფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და საქართველოს მთავრობა ჩვენ ევროპელ მეგობრებთან ერთად მზად არის მომავალშიც გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რეფორმების განხორციელებისთვის. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსის მისაღებად დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუმცა დაველოდოთ, უკვე დეკემბერში ოფიციალურად იქნება ცნობილი“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება პარტნიორებთან თანამშრომლობს, შესაბამისი ნაბიჯები გადადგმულია, მთელი რიგი ცვლილებები განხორციელებულია.

„მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მგონია,რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი მიენიჭოს,უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას სტატუსი და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირიქით,მ გონია,რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმიტომ, რომ რეალურად მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ რეფორმები განხორციელებულიყო და ქვეყანას სტატუსი მიეღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება