BTU-ს კურსდამთავრებულებმა სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართეს

BTU Alumni for Students ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც 24 ოქტომბერს პირველი დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში პრაქტიკის გავლის, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები სტუდენტებს BTU-ს კურსდამთავრებულებმა შესთავაზეს.

ფორუმზე 10-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია და 80-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სტუდენტებს შესთავაზეს ისეთი სამუშაო ადგილები, როგორიცაა: ioS დეველოპერი, მონაცემთა ინჟინერი, ვებ დეველოპერი, გრაფიკული დიზაინერი, ედვერთაიზერი, ბუღალტერი, აუდიტი, ბრენდ ამბასადორი, მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და სხვა. დასაქმების ფორუმში შემდეგი კომპანიები მონაწილეობდნენ: ProdAct Community, Noxtton, SMEDA, Loialte, Martex, IT Academy Step, Exadel, EPAM, Moore abc, Liberty Bank, Quantori, Happy Kids, Wempler.

სტუდენტებმა ფორუმში მონაწილე კურსდამთავრებული დამსაქმებლებისგან პრეზენტაციები მოისმინეს და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება